HirePortal

Product Owner Mentor

ADI-ის შესახებ

ციფრული ინდუსტრიის აკადემია ADI2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის - ადგილობრივ ბაზარზე ციფრული ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადასაჭრელად.

2018 წელს თბილისში დაწყებული პატარა ინიციატივა დღეს უკვე წარმოადგენს გლობალურ EdTech პლატფორმას, რომელსაც ჰყავს 30,000-ზე მეტი კურსდამთავრებული.

2023 წლიდან Tether-თან პარტნიორობით, ჩვენი მისია გაფართოვდა და ახლა გლობალურად ვეხმარებით ადამიანებს მიიღონ პრაქტიკული განათლება და დაიწყონ კარიერა ციფრულ სფეროში.

Სამუშაო აღწერილობა

ვეძებთ Product Owner-ის მენტორს, რომელსაც აქვს ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება პროდუქტის მართვისა და განვითარების მიმართულებით და შეუძლია საკუთარი პროფესიული გამოცდილების სტუდენტებისთვის გაზიარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც კარგად ესმის Product Owner-ის როლი რეალურ სამუშაო გარემოში პროდუქტის ხედვისა და მიზნების განსაზღვრიდან, მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და პრიორიტეტიზაციის პროცესიდან, გუნდის კოორდინაციასა და პროდუქტის განვითარებამდე.

ძირითადი მოვალეობები

  • ცოდნის გაზიარების, მენტორობისა და სტუდენტებთან ურთიერთობის სურვილი;
  • ონლაინ და ოფლაინ ვორქშოპების ჩატარება სილაბუსის მიხედვით, რომელიც მოიცავს აქტიურ დისკუსიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას;
  • სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა და განვითარება საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;
  • რეალური სამუშაო ქეისების, მაგალითებისა და პროდუქტის განვითარების პროცესში მიღებული გამოცდილების გაზიარება;
  • სტუდენტებისთვის Product Owner-ის ძირითადი პასუხისმგებლობების, სამუშაო პროცესებისა და თანამედროვე ინსტრუმენტების პრაქტიკულად გაცნობა;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება Product Owner-ის ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ შორის პროდუქტის კვლევის, იდეების გენერირების, მომხმარებლის საჭიროებების ანალიზის, დოკუმენტაციის, მოთხოვნების ჩამოყალიბებისა და სხვა პროცესების გასაუმჯობესებლად;
  • სტუდენტებისთვის AI-ის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გაცნობა და პასუხისმგებლიანი გამოყენების პრაქტიკის გაზიარება;
  • სტუდენტების მხარდაჭერა პრაქტიკული დავალებებისა და პროექტების შესრულების პროცესში;
  • სტუდენტებისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • აქტიური, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნა;
  • სტუდენტების ჩართულობისა და დისკუსიაში მონაწილეობის წახალისება;
  • სფეროში არსებული სიახლეებისა და თანამედროვე მიდგომების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში მათი ინტეგრირება;
  • ვორქშოპების ფარგლებში ინოვაციური და კრეატიული აზროვნების წახალისება.

Requirements

  • Product Owner-ის პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
  • Cross-functional გუნდებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • დეველოპმენტის გუნდებთან მუშაობისა და მათი მართვის-კოორდინაციის გამოცდილება;
  • პროდუქტის განვითარების პროცესისა და მისი ძირითადი ეტაპების პრაქტიკული ცოდნა;
  • Agile მეთოდოლოგიისა და Scrum-ის პრინციპების კარგი ცოდნა;
  • პროექტისა და პროდუქტის მართვის შესაბამისი ინსტრუმენტების, მათ შორის Jira-ს, ცოდნა;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება Product Management/Product Ownership-ის პროცესებში ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • პროდუქტის კვლევის, მომხმარებლის საჭიროებების ანალიზის, მოთხოვნების ჩამოყალიბებისა და პრიორიტეტიზაციის გამოცდილება;
  • Scrum.org-ის შესაბამისი სერტიფიკატის, მაგალითად Professional Scrum Product Owner™ II (PSPO II) ან მსგავსი სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
  • კარგი კომუნიკაციისა და ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი;
  • სტუდენტების მოტივირებისა და შთაგონების უნარი;
  • სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მქონე აუდიტორიასთან ეფექტურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ.

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;
  • 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;
  • ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის;
  • სწავლებისა და განვითარების პროგრამას;
  • რეფერალ პროგრამას;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ ასევე ლოკალურ ივენთებს.

Skills

  • Product Management
  • Agile Methodologies
  • Scrum
  • Backlog Management
  • Stakeholder Management
  • Mentoring
  • Curriculum Development

Related jobs

Academy of Digital Industries (ADI)Apply for this job